Program Overview
პროგრამა - ინგლისურენოვანი მედიცინა
პროგრამის კატალოგი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
პროგრამის ხანგრძლივობა
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 წელი, მოიცავს სულ 360 ECTS კრედიტს (წლიური დატვირთვა 60, ხოლო სემესტრული-30 კრედიტი).
პროგრამის ფაზები
- საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (სწავლის I-III წლები)
- კლინიკური მეცნიერებები (სწავლის IV-V წლები)
- ზოგადი სპეციალიზაცია (სწავლის VI წელი)
სწავლების პროცესი
სწავლების პროცესში გამოიყენება თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტების კონტაქტს კლინიკურ გარემოსთან სწავლების ადრეული ეტაპიდან (ECE), კლინიკური აზროვნების (CR, CBCR სესიები) და გუნდური მუშაობის, თვითანალიზის, რეფლექსიის (პორტფოლიო), პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავებას, სოციალური როლის გათავისებას და სწავლის დასრულებისას პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციების მიღწევას.
კურიკულუმი
კურიკულუმი შექმნილია კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების კონცეფციის მიხედვით და განახლებულია ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესების შედეგების და განახლებული მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად.
სწავლების პროცესის უზრუნველყოფა
სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალპროფესიონალური და თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად დატრენინგებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი და თსა-ს ადმინისტრაციის ძალისხმევით მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა.
საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აღიარება
პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს სურვილის შემთხვევაში ჩააბარონ საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდები (USMLE, PLAB, MCI etc.) და ამავდროულად, უზრუნველყოფს სტუდენტების ინტერნაციონალიზაციას.
სტუდენტები
დღეისთვის ინგლისურენოვან პროგრამაზე “მედიცინა”, 800-ზე მეტი ქართველი და საერთაშორისო სტუდენტი ირიცხება. საერთაშორისო სტუდენტები წარმოდგენილები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, ბუტანი, ისრაელი, ნიგერია და სხვ.
სწავლების წლიური გადასახადი
სწავლების წლიური გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისათვის 6500 ლარია, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 7000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში.
